“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ევა ლომთაძის კანდიდატურა წამოაყენა. ინფორმაცია “რადიო ჰერეთს” ევა ლომთაძემ დაუდასტურა.
ევა ლომთაძე, რომელიც ამჟამად ლაგოდეხის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარეა, გამარჯვების შემთხვევაში, ლაგოდეხელებს ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება-განვითარებას, სასმელი წყლის ხარისხის მოგვარებას, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებას, შშმ პირთა საზოგადოებში ინტეგრაციას და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას პირდება.
ადგილობრივი ოპოზიციის საარჩევნო შტაბს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე 10 სამაჟორიტარო ოლქში 6 კანდიდატი ყავს წარდგენილი.
ევა ლომთაძის თქმით, ბაისუბნისა და ლელიანის მაჟორიტარულ ოლქში ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს მხარს. ჯაბა ტალახაძემ კი, რომელიც აფენის თემში ნაციონალური მოძრაობიდან იყრიდა კენჭს, საკუთარი განცხადების საფუძველზე კანდიდატურა მოიხსნა.
ნაციონალურმა მოძრაობამ ლაგოდეხის #15 საარჩევნო ოლქში პარტიული სია უკვე წარადგინა.
სიის პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:
ვახტანგ დევიძე,
ალიხან ალლაზოვი,
ევა ლომთაძე,
გია მოსეშვილი
ფირუზი გელაშვილი.
შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მომავალ საკრებულოში 25 წევრი ითანამშრომლებს. აქედან, – 15 პროპორციული, ხოლო 10 მაჟორიტარული სიით გასული წევრი იქნება.