“ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ წყალტუბოში პარტიის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს ემუქრებიან

838

წყალტუბოში “ევროპული საქართველოს” მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს ემუქრებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას “ ევროპული საქართველო” ავრცელებს.

“ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი წყალტუბოში სევერიან გორდულაძე და მისი ძმა, წყალტუბოში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი მუქარასა და შანტაჟზე საუბრობენ.

წყალტუბოში პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახა გორდულაძეს ტელეფონზე მისთვის უცნობი პიროვნება დაუკავშირდა და ქალაქის დატოვება მოსთხოვა.

მისივე თქმით, უცნობი მას და მის მეუღლეს სამსახურიდან განთავისუფლებით და პრობლემების შექმნით ემუქრებოდა.

წყარო: 1tv.ge