კახა კუკავამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ ვერტიკალური პარკირების სისტემის პრეზენტაცია გამართეს

674

„დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ვერტიკალური პარკირების სისტემის პრეზენტაცია გამართეს.

თბილისში პირველი ავტომანქანების ვერტიკალური პარკირების ზონა კომპანია „რევერსის“ მიერ დამზადდა. პროეტის მიხედვით, დედაქალაქისთვის ნოვაციური პროექტის განხორციელებით, მინიმალური ტერიტორიის გამოყენებით, შესაძლებელია რამდენიმე ათეული მანქანისთვის საკმარისი პარკირების ადგილის მოწყობა.

როგორც კახა კუკავამ განმარტა, სწორედ ამგვარი ტექნოლოგიების დანერგვით არის შესაძლებელი დედაქალაქში არსებული პარკირების პრობლემის მოგვარება. მისივე თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში, გაუქმდება „სითი პარკთან“ დადებული კორუფციული ხელშეკრულება და ხელი შეეწყობა ვერტიკალური პარკირების ზონების განვითარებას. მისივე ინფორმაციით, ვერტიკალური პარკირების ზონების მოწყობისას, ერთი მანქანის პარკირების ადგილის ღირებულება 4000 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო თბილისის მერია „სითი პარკს“ ყოველწლიურად პარკირების გადასახადიდან მიუღებელი შემოსავლის კომპენსირებისთვის 4 მლნ ლარს უხდის.

წყარო: ინტერპრესნიუსი