გახარიას გუნდი ყაზბეგში ერთმა პირმა დატოვა

368

გახარიას გუნდი ყაზბეგში ერთმა პირმა დატოვა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნათელა ავსაჯანიშვილმა ყოფილი პრემიერის, გახარიას გუნდი დატოვა.

მან უკვე მიმართა ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიას, რათა მისი რეგისტრაცია გააუქმოს.