პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ზემო სვანეთში მესტიის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
გიორგი გახარიას პარტიის მხრიდან მესტიის მერობის კანდიდატი მალხაზ უდესიანი იქნება.
„პარტიამ „საქართველოსთვის“ მესტიის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა:
1. გიორგი გვარლიანი – მესტია;
2. ვიკა ფილფანი – ლენჯერის თემი;
3. ნანა მუშკუდიანი – ლახამულა, ხაიში, იდლიანის თემი;
4. რამაზ გერლიანი – ეცერი, ცხუმარის თემი;
5. ზურა დევდარიანი – მულახის თემი;
6. მირანდა აფრასიძე – ბეჩოს თემი;
7. ლერი ნარსავიძე – ჭუბერის თემი.