პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თბილისის მერობის კანდიდატი, საკრებულოს პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი არის კახა კალაძე.
დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“ არიან:
1. ლევან ჟორჟოლიანი; 2. ოთარ გრიგოლია; 3. თინათინ ნიბლოშვილი; 4. გიორგი ჩაკვეტაძე; 5. ნიკო კახეთელიძე; 6. ნინო ვარდოსანიძე; 7. აკაკი ალადაშვილი; 8. გიორგი ახვლედიანი; 9. ნინო რუხაძე; 10. ლევან აბაშიძე; 11. გურამ ოქროპირიძე; 12. ანა კაკაბაძე; 13. ვლადიმერ ბოჟაძე; 14. ალექსანდრე ხუჯაძე; 15. მარიამ ზაქარიაშვილი; 16. ლევან დავითაშვილი; 17. შალვა ოგბაიძე; 18. ნათია მოდებაძე; 19. ლევან არველაძე; 20. არჩილ გოდულაძე; 21. ანა კილაძე; 22. გიგა ბრეგვაძე; 23. თათია ჩახვაშვილი; 24. ვიტალი ონიანი; 25. მარიამ გელაშვილი.
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:
1. ვაკეში გიორგი ტყემალაძე; 2. მთაწმინდაზე ზურაბ აბაშიძე; 3. სამგორში რევაზ სოხაძე; 4. ისანში კახა ლაბუჩიძე; 5. კრწანისში ლევან ჯაფარიძე; 6. ნაძალადევში ირაკლი ხელაძე; 7. გლდანში კონსტანტინე ზარნაძე; 8. დიდუბეში გივი ჩხარტიშვილი; 9. საბურთალოზე ავთანდილ ცინცაძე; 10. ჩუღურეთის რაიონში ზურაბ ჩიკვილაძე.
„დღეს დავარეგისტრირეთ იმ კანდიდატთა სია, რომლებიც იბრძოლებენ თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ იმედი გვქვს, რომ მივაღწევთ დამაჯერებელ გამარჯვებას და ამაში ეჭვი არ გვეპარება, ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა, რომელსაც პარტია აკეთებს სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებით თბილისში. ჩვენი მიზანია, განვითარება იგრძნოს ხალხმა ყველა უბანში, მეტი სიცოცხლე იგრძნობოდეს ყველა უბანში. სიაში მყოფი პირები გუნდის მიერ შერჩეული იქნა პირველ რიგში, პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობის, პატიოსნებისა და საკუთარი ქალაქის სიყვარულის ნიშნით“, – განაცხადა დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ლევან ჟორჟოლიანმა.