თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე “ღია მმართველობის პარტნიორობის” აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს და OGP-ის საქართველოს სამდივნოს შეხვდა.
კალაძემ წულუკიანს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ იგი “ღია მმართველობის ქვე-ეროვნულ დეკლარაციას” შეუერთდა და თბილისის განვითარების თავისი ხედვა გააცნო.
ასევე, შეხვედრაზე ისაუბრეს თუ როგორ უნდა დახვდეს საქართველოს დედაქალაქი მომავალ ზაფხულს “ღია მმართველობის პარტნიორობის” გლობალურ სამიტს.
გიორგი კვირიკაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტისგან სექტემბერში გადმოიბარა.
ღია მმართველობის სფეროში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებმაც თბილისის მერობის კანდიდატებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ დეკლარაციაზე ხელმოწერისთვის მიმართეს, დღეს პრესკონფერენციას გამართავენ და გაასაჯაროებენ, თუ რომელი კანდიდატები შეუერთდნენ დეკლარაციას.
წყარო: იმედი