ვინ არიან მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები “ევროპული საქართველოდან”

276

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები 23 აგვისტოს წარადგინა.

კერძოდ, როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნავს, მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები ხონში ზურაბ ჯიბუხაია, თერჯოლაში კი ზურაბ ბუცხრიკიძე იქნებიან.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატები იქნებიან: ამროლაურში – მაია კაციტაძე, ახალქალაქში – არსენ კარაპეტიანი, მარნეულში – აჰმედ იმამკულიევი, ახალციხეში-ზურაბ სადათიერაშვილი, გორში – ეთერ ჯალაღანია, ხობში – მარიამ შონია, სამტრედიაში-ჟუკიანა ფოფხაძე, თეთრიწყაროში – ნინო დავითაშვილი, კასპიში – აკაკი (კახა) გეჯაძე.

ვიცე მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი რუსთავში ინგა სიხარულიძეა.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებს, როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ბათუმში ვახტანგ კალოიანი, ფოთში ვახტანგ დარცმელიძე, საჩხერეში კი კობა მოდებაძეა.

„ევროპული საქართველოს“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დუშეთში – მერი ფოლადაშვილი, ხობში მამუკა ჭოხონელიძე, სამტრედიაში კი ავთანდილ სტურუა იქნებიან.