ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორში საწოლფონდთან დაკავშირებით გარკვეულ ზღვარზე არიან. მისი თქმით, ყოველდღე მიდის ამაზე მუშაობა, თუმცა რესურსი სულ უფრო და უფრო ნაკლებია.
“ასევე, გასათვალიწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია ამ რეჟიმში მუშაობენ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დაუდგებიან გვერდით როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეულ ექიმს და თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერებია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის”, — განაცხადა მან.
6 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 052, ხოლო გარდაიცვალა — 30 ადამიანი.