ირაკლი კობახიძე: 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

350

2024 წლამდე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, 19 აპრილის შეთანხმების მსგავს შეთანხმებებს „ქართული ოცნება“ მომავალში აღარ გააფორმებს.

„შეთანხმება არის ანულირებული და ჩვენ ვთქვით არაერთხელ, მომავალში აღარასდროს ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ. აქ საუბარი იყო დროებით, კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ, ეს აღარასდროს მოხდება, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, 2024 წლამდე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.