გიორგი კვირიკაშვილი: თბილისში კეთდება ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე მწვანე სივრცეს

1233

ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ტურიზმის თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ამ კონტექსტში პროექტ „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს არის უდიდესი უსამართლობა.

„მინდა ვთქვა, რომ სიმართლე ყოველთვის თავისას გაიტანს. სიმართლე არის ერთი რამე, რომ თბილისში კეთდება ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე მწვანე სივრცეს, რომელიც ხელმისწვდომი იქნება ყველასთვის. იქ არის სასეირნო, სარბენი ბილიკები, რეკრეაციული სივრცე და ამაზე უარი ვთქვათ ჩვენ იმიტომ, რომ ნევროზიანი პოლიტიკოსების აზრი გავითვალისწინოთ? მე ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი ამას არ დათანხმდება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი