გარეგანათების გარეშე დარჩენილი თამარის დასახლება ბათუმში

509

ფანრები ღამის სიბნელის გასაფანტად. ასეთი მდგომარეობა ბათუმში, თამარის დასახლებაში წლებია არსებობს. აფხაზეთის ქუჩაზე მცხოვრებლებისთვის ღამით გადაადგილება საფრთხის შემცველია. განსაკუთრებით მოძრაობა პატარებს უჭირთ. არაერთი თხოვნის მიუხედავად, ერთადერთი, რასაც ქალაქის მერია, ადგილობრივებს სთავაზობს, დაპირებებია. დაპირებები იმის შესახებ, რომ მდგომარეობა შეიცვლება და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ამ თემაზე რეპორტაჟს ტვ25 ავრცელებს.

ეს განათების ბოძები ბათუმში თამარის დასახლებაში წლებია დგას, თუმცა, ფუნქციას არ ასრულებს. აქ მცხროვლებლებ უკვე ერთი წელია ყოველ ღამე ბნელ ქუჩებში გადაადგილდებიან. მშობლებს უჭირთ ბავშვების გარეთ გაშვება. სიბნელე საფრთხისშემცველია მოხუცებისთვისაც.

სიბნელის გამო, პრობლემები ექმნებათ მძღოლებსაც. ხშირად ისინი გზაზე მოსიარულე  ქვეითებს ვერ ამჩნევენ. იქმნება საავარიო სიტუაციებიც. ადგილობრივები ყვებიან იმასაც, რომ გარეგანათების არქონის გამო მომრავლდებულია კრიმინალიც.

თამარის დასახლებაში რომ გარეგანათების პრობლემაა, ამაზე ბათუმის საკრებულოს დეპუტატებიც საუბრობენ. დამოუკდიებელი დეპუტატი არჩილ მამულაძე ამბობს, რომ აღმასრულებელი ორგანოს სხდომებზე პრობლემის შესახებ არა ერთხელ უსაუბრია, თუმცა, საკითხით კოლეგების დაინტერესება ვერ მოახერხა.

რატომ არ რეაგირებს პასუხისმგებელი უწყება, აფხაზეთის ქუჩაზე მცხოვრებლების პრობლემაზე? ბათუმის მერიის ინსფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობისსამსახურში გვითხრეს, რომ ტენდერი უკვე გამოცხადებულია. გამარჯვებული კომპანიის გამოვლინების შემდეგ კი, დასახლებაში შესაბამისი სამკუშაოები დაიწყება.

თამარის დასახლებაში, აფხაზეთის ქუჩის გარდა კიდევ რამდნეიმე უბანი წლებია გარეგანათების გარეშეა დარჩენლი. ისინი სიბნელეს, ფანრებით უმკლავდებიან.