საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის პარტნიორებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიების დანიშვნა სთხოვა.
როგორც ზურაბიშვილმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, ქვეყანაში დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ვერავინ უნდა შეძლოს ევროპული გზისთვის ზიანის მიყენება.
“მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისაკენ, ამას ელიან ჩვენი პარტნიორები და მათ ვთხოვთ მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიების დანიშვნას, ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისათვის ზიანის მიყენება შიგნით ან გარეთ. ამისთვის ჩამოვედი და ამისთვის ვიქნები”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.