ბათუმში არც ერთი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა, – ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბათუმის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
,,ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით მინდა განვმარტო, რომ ბათუმის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც საგზაო, ასევე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ბათუმში არც ერთი საინვესტიციო და არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის და აისახება ეკონომიკურ ზრდაზე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.