აზერ სულეიმანოვმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

435

აზერ სულეიმანოვმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, პოლიტიკურ საქმიანობას დროებით წყვეტს.

აზერ სულეიმანოვის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ პარტიაში მყოფმა ადამიანებმა სათანადოდ არ შეაფასეს ამომრჩევლის შეხედულებები.

„ძვირფასო თანამემამულენო! თქვენ მრავალი წლის განმავლობაში ყოველ რთულ სიტუაციაში ჩემთან ერთად იყავით და ყოველთვის გვერდში დამიდექით. სწორედ თქვენ ყოველთვის ჩემი სიამაყის წყარო იყავით. ამისთვის თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით! თუ კი რაიმე არასწორი ქმედებები მქონია თქვენს წინაშე, ამიტომ ბოდიშს გიხდით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ადვილი არ არის, დღეს მე უნდა მივიღო ძალიან რთული გადაწყვეტილება. მე ვტოვებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიას, რომელთანაც მრავალი წელია ერთად ვიყავი. ამის შემდეგ, მე დროებით შევაჩერებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას. ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ პარტიაში მყოფმა ადამიანებმა სათანადოდ არ შეაფასეს ჩვენი მომსახურება და ამომრჩევლის შეხედულებები. ბოლო წლის მოვლენები კი, ამის ნათელი მაგალითია.

პარტიაში ჩემი ბევრი მეგობრის პატივისცემის გამო, არ მინდა რაიმე დეტალების გამჟღავნება. ვფიქრობ, ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენს წინაშე უსამართლობა იქნებოდა, თუკი გავაგრძელებდი ჩემ საქმიანობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიაში. უღრმესი მადლობა ყველას!” – წერს აზერ სულეიმანოვი სოციალურ ქსელში.