გაბუნია: ჯერჯერობით, რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება, აღსრულდეს რაც მოქმედია

344

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭო დამატებით შემზღუდავ ღონისძიებებს არ განიხილავს. მისი თქმით, საბჭომ დაწესებული რეგულაციების აღსრულების კონტროლის გამკაცრებაზე იმსჯელა.

“ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები და რეგულაციები, რომელიც უკვე დაწესებულია აღსრულდეს და დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა აღსრულების ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე, ასევე, მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით”, – თქვა თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაციაა, რომ დავუბრუნდეთ ყველაგნ პირბადის გამოყენებას, სადაც ეს შესაძლებელია.

“ჯერჯერობით, იმ რეგულაციების გამკაცარება რომელიც მოქმედი და დაწესებულია არ არის დაგეგმილი. მთავარია აღსრულდეს ის რაც უკვე მოქმედია”, – თქვა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 895 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 გარდაიცვალა.