თბილისის მერია: “ნაცმოძრაობის” არასანქცირებული აქციის შედეგად დაზიანებულია პანდუსი და მწვანე ნარგავები (ფოტომასალა)

846

თბილისის მერიამ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე “ნაციონალური მოძრაობის” აქციის შემდეგ ტერიტორიაზე არსებული ვითარების ფოტომასალა გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატის, ამავე პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიერ გამართული არასანქცირებული აქციის შედეგად დაზიანებულია პანდუსი და მწვანე ნარგავები.

აციაზე “ნაცმოძრაობის” წევრებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 6 პირი დააკავეს.