ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

372

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, აშენდება სცენა, მოეწყო დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო მოედნები, გამწვანება, დაიდგა და მოიხატა საპარკო სკამები.

დასრულებული სამუშაო ქალაქ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხახუბიამ, მერის პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ტყებუჩავასთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ბექა ვაჭარაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, დავით ვერავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ფოთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია  რეგფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.