მეშინია, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, გაეუქმებინა 19 აპრილის შეთანხმება, უფრო დაშორდა ევროკავშირს, ვიდრე ის იყო 3 თვის წინ , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პირველად არ ხდება, როცა „ქართული ოცნება“ დაპირებას არ ასრულებს.
როგორც მან აღნიშნა, შეთანხმებიდან გამოსვლის გამართლება არადამაჯერებელი და არასერიოზულია.
„როგორც ევროპული პარლამენტის, დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის წამყვანი წევრმა, ამოცანა მივიღე წამყვანი მაღალი დონის მისიაში მონაწილეობისთვის, იმისთვის, რომ მხარი დამეჭირა პარტიებთან დიალოგისთვის და ევროპული გამოცდილება გამეზიარებინა. მას შემდეგ, რაც სრულმასშტაბიანი მისია ივლისში კოვიდის მაღალი მაჩვენებლების გამო გაუქმდა, გადავწყვიტე შეხვედრები საქართველოს პარლამენტში დელეგაციის სხვა წევრების გარეშე ჩამეტარებინა. ამიტომაც ვიმყოფები აქ, ზუსტად ამ მომენტში.
„ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ძალიან მოულოდნელი და ჩემი აზრით დამაზიანებელი ნაბიჯი. მიიღო დამაზიანებელი გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესებისთვის და გამოვიდა შეთანხმებიდან. ამის გამო გადავწყვიტე გამეუქმებინა ჩემი შეხვედრები საქართველოს პარლამენტში.
19 აპრილის შეთანხმება იყო და არის საფუძველი ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის აქტიურობისა საქართველოს პარლამენტში და მეტსაც გეტყვი, პირველად არ არღვევს ნდობას და „ქართულ ოცნებას“ ისეთ სუბიექტად აქცევს, რომელსაც ნდობა არ გამოეცხადება და არ არის სანდო. შეთანხმებიდან გამოსვლის გამართლება არადამაჯერებელი და არასერიოზულია. „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა მისი მოვალეობები, ეს ეხება მოსამართლეთა დანიშვნას“, – განაცხადა ფიოლა ფონ კრამონმა.