მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქში დარჩენილი ქუჩებისა და ჩიხების გარე განათების მოწყობის სამუშაოებში 129 995 ლარის გადახდას გეგმავს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულის მერიამ ქუჩებში გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვისთვის ტენდერი 28 ივლისს გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქალაქ მარნეულში დამატებით 90 ცალი გარე განათების ბოძი განთავსდება. მერია შეისყიდის 218 ლედნათურასაც, რომლებითაც გაფუჭებულ ნათურებს გამოცვლიან.
გთავაზობ ქალაქ მარნეულის იმ ქუჩებისა და ჩიხების ჩამონათვალს, სადაც გარე განათება მოეწყობა:
• 1.ჟორდანიას ქუჩა – 2 ბოძი, 7 სანათი
• 2 სამედ–ვურღუნის ქუჩა – 1 ბოძი, 8 სანათი
• 3 ლეონიძის ქუჩა – 4 ბოძი, 8 სანათი
• 4 აზი ასლანოვის ქუჩა – 1 ბოძი, 12 სანათი
• 5 ახუნდოვის ქუჩა – 6 სანათი
• 6 ნიზამის ქუჩა – 6 სანათი
• 7 ნარიმანოვის ქ. ქუჩა – 5 სანათი
• 8 ალგეთის ქუჩა – 2 ბოძი, 10 სანათი
• 9 ბერიტაშვილის ქუჩა – 5 ბოძი, 12 სანათი
• 10 ხალილოვის ქუჩა – 1 ბოძი, 2 სანათი
• 11 მაზნიაშვილის ქუჩა – 7 სანათი
• 12 წერეთლის ქუჩა – 1 ბოძი, 3 სანათი
• 13 ტაბიძის ქუჩა – 2 ბოძი, 4 სანათი
• 14 რუსთაველის ქ. #4 – 5 ბოძი, 10 სანათი
• 15 რუსთაველის ქ. #66 – 2 ბოძი, 4 სანათი
• 16 ბორჩალოელის ქუჩა – 1 ბოძი, 4 სანათი
• 17 ერეკლე II ქუჩა – 6 ბოძი, 14 სანათი
• 18 რუსთაველი (მაღალაშვილის ხიდი) ხიდის ქვეშ განათება
• 19 იაღლუჯის ქუჩა 13 ბოძი – 47 სანათი
• 20 რუსთაველის ქ. ჩიხი – II 8 ბოძი, 9 სანთი
• 21 ეთიმ გურჯის ქუჩა – 4 ბოძი, 5 სანათი
• 22 26 მაისის ქუჩა – 2 ბოძი, 15 სანათი
• 23 მუსხელიშვილის ქუჩა – 14 სანათი
• 24 რუსთაველის ქუჩა #69 – 2 სანათი
• 25 9 ძმის ქუჩა – 17 სანათი
• 26 300 არაგველის ქუჩა – 11 სანათი
• 27 ბაბეკის ქუჩა – 6 სანათი
• 28 ჯანდარის ქუჩა – 6 ბოძი, 6 სანათი
• 29 ჯანდარის I ჩიხი – 1 ბოძი, 5 სანათი
• 30 რ. მამედოვის ქუჩა – 10 სანათი
ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 9-დან 12 აგვისტომდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქალაქ მარნეულის ქუჩებსა და ჩიხებში დარჩენილი გარე განათების მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.