ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წინასაარჩევნო შუალედური ანგარიში

748

წინამდებარე ანგარიში მომზადებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო დელეგაციის მიერ. დელეგაციის მიზანია: ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება; ზოგადი პოლიტიკური გარემოს ანალიზი; იმ ფაქტორების შესწავლა, რომელსაც საარჩევნო  პროცესის  კეთილსინდისიერად  წარმართვაზე  გავლენის  მოხდენა შეუძლია და რეკომენდაციების გაცემა, რომელიც მშვიდობიანი, სანდო არჩევნებისა და პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით წარმოებულ დიალოგსა და კონსენსუსის მიღწევას ემსახურება. NDI გრძელვადიან დამკვირვებელთა ჯგუფებს აგვისტოში ჩამოიყვანს, რასაც არჩევნების დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაემატება.

NDI არ აპირებს, ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში და მიიჩნევს, რომ არჩევნების სანდოობასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობა შეაფასებს. შესაბამისად, წინამდებარე ანგარიშს დელეგაცია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მხარდაჭერისა და გაძლიერების სულისკვეთებით წარმოადგენს.

იხილეთ ანგარიში სრულად (ქართული ვერსია)

იხილეთ ანგარიში სრულად  (ENG)