„ქართული ოცნება“ მერობის ყველა კანდიდატს კვირის ბოლომდე წარადგენს

629

მერობის ყველა კანდიდატს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარვადგენთ, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებს უახლოეს მომავალში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

რაც შეეხება საარჩევნო სიებს, კობახიძე აცხადებს, რომ სიებზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება.

„სიების წარდგენის ვადა 2 სექტემბრამდეა, მანამდე სამუშაო პროცესი გვექნება. არსებითად სიებზე მუშაობაც უახლოეს მომავალში დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.