ფრიდონ ინჯია თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წინასწარ შექმნის ინიციატივით გამოდის

360

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ფრიდონ ინჯია თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წინასწარ შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ.

„შემოვდივარ წინადადებით, რომ წინასწარ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია იმ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება. დამერწმუნეთ, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ, თუ შეიქმნება წინასწარ საგამოძიებო კომისია, ოპოზიცია მონაწილეობას არც ამაში მიიღებს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.