რუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებულ საცხოვრებელი კორპუსის ძველ ლიფტებს ახლით ჩაანაცვლებენ. საერთო ჯამში საუბარია 67 ლიფტზე. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყო.
ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 2 820 000 ლარი დაიხარჯება.