რუსთავის N1 ბაგა-ბაღის მე-2 ფლიგელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მოსაძებნად რუსთავის მუნიციპალურმა მერიამ 537 055 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
სამუშაოების ფარგლებში სრულად მოხდება მე-2 ფლიგელის რეაბილიტაცია, გამოიცვლება კარ-ფანჯარა, სახურავი, იატაკი, გაკეთდება ახალი გათბობის სისტემა, მოეწყობა სველი წერტილები და საკანალიზაციო სისტემა.