რა კეთდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით თელავის მუნიციპალიტეტში, ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
თელავის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ძირითადად გარეგანათების სისტემა კეთდება. სამუშაოები სოფლების ნაწილში უკვე დასრულებულია. პრობლემის მოგვარება მოსახლეობამ სახალხო კრებებზე ითხოვა. ამას გარდა, რამდენიმე სოფელში სხვა საჭირო საკითხებიც გადაიჭრება. 2021 წელს პროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტში 717 ათასი ლარი დაიხარჯება.