ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს, მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია კი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა. ერთობლივი განცხადება მელიამ და ხოშტარიამ ახლახან გააკეთეს.
გარდა ამისა, “გირჩი – მეტი თავისუფლება” ვიცემერობის კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძეს წარადგენს, პარტია კი, შესაბამისად, მელიას და ხოშტარიას დაუჭერს მხარს.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ მელია-ხოშტარიას მხარს, ასევე, “ევროპული საქართველოც” დაუჭერს.
ნიკა მელიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს და სრულად ოპოზიციურ პარტიებს დაუთმობს.
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მოქმედი მერი კახა კალაძე იქნება.