გაერთიანებული ოპოზიცია მერობის კანდიდატს კვირის ბოლოს დაასახელებს

260

ვინ იქნება კახი კალაძის კონკურენტი არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციიდან, კვირის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.

ამავე დროს, საკუთარი კანდიდატის დასახელებისთვის ემზადება “სტრატეგია აღმაშენებელი”. პარტიაში თვლიან, რომ აუცილებელია ამომრჩეველს ალტერნატიული არჩევანის საშუალება ჰქონდეს.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” მიერ კალაძის დედაქალაქის მერად ხელმეორედ დასახელებას – ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციაში საზოგადოების დაცინვას უწოდებენ და მოქმედ მერს პირობების შეუსრულებლობაში სდებენ ბრალს.