სოფელ ბალიჭში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 2350 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი იგება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბალიჭში ასფალტის დაგების პროცესს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში აღნიშნული, ინფრასტრუქტურული პროექტისთვის მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
„სოფელ ბალიჭში, 2350 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ პროექტისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. გზის მოწესრიგება სოფლის მოსახლეობის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო და მოხარული ვარ, რომ მალე ბალიჭელები კომფორტული გზით სარგებლობას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ წელს ბალიჭში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გარე განათების ქსელის მოწყობაც იგეგმება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.