თამარ გაბუნია: რეგიონებში რთული მდგომარეობაა

246

ყველა ვხედავთ, რომ ის რეგულაცია, რომელიც ფურცელზეა განსაზღვრული და კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ის სრულდებოდეს, დღეს ამდენი შემთხვევა ნამდვილად არ გვექნებოდა- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონებში რთული მდგომარეობაა და არც ვაქცინაციის პროგრამაა აქტიური.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი დაწესებულება მზადაა ამისთვის, დოზები ადგილზეა. ამიტომ თუ ეს არ გააქტიურდა, ამ სიტუაციიდან გამოსვლა გართულდება“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.