რატომ არ გაეზარდათ მაღალმთიან აჭარაში ბაღის თანამშრომლებს ხელფასი

492

მოლოდინი, რომელიც მაღალმთიან აჭარაში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს ჯერ არ გამართლებიათ. ხულოსა და შუახევში, საბავშვო ბაღებში, ხელფასის გაზრდას თვეებია, ამაოდ ელოდებიან. არსებული სახელფასო სარგოს, 20% -მდე მომატებას, ხელისუფლება, მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაჰპირდა. რატომ დასჭირდა პირობის შესრულებას თვეები და დგას თუ არა საკითხი ისევ დღის წესრიგში, თემაზე სუიჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ოფიციალურად გაჟღერებული ინფორმაციის მიუხედავად, შუახევისა და ხულოს საბავშვო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომლებს ხელფასი არ გაზრდიათ. შესაბამისი ინფორმაცია, თვითმართველობებმა გაზაფხულზე დაანოსეს ხულოს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი აცხადებს, რომ ხელფასის ზრდის მოთხოვნით, საკრებულოს, ჯერ კიდევ, ორი წლის წინ მიმართეს, თუმცა, მათი მოთხოვნა, სდომაზე განსახილველად გასვლამდე დაიბლოკა.

სახელფასო პოლიტიკის გადახედვის საჭიროებას ხედავენ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოშიც. ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ აბაშიძე განმარტავს, რომ  აღნიშნულ საკითხს, მერია უახლოეს პერიოდში მოაგვარებს.

კითხვაზე – რატომ ვერ აიღეს გაზრდილი სახელფასო სარგო, სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში დასაქმებულებმა და რა არის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი? ხულოს მერის მოადგილე აცხადებს, რომ ხელფასების ზრდისთვის ტექნიკური და პროცედურული საკითხებია გასავლელი.

ხულოს მსაგვსად, რამდენიმე თვეა ხელფასების ზრდას ელოდებიან შუახევშიც. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ომარ ტაკიძე აცხადებს, რომ ბაღებში დასაქმენულები, გაზრდილ ანაზღაურებას,  უახლოეს პერიოდში აიღებენ.

იმისთვის, რომ თვითმართველობებმა მათ დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებში თანამშრომლებს ხელფასი გაუზარდონ, მთავრობის თანხმობაა საჭირო. აჭარის ფინასთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით კი, ხელისუფლება სახელფასო სარგოს ზრდისთვის მზაობას გამოთქვამს.  ჯაბა ფუტკარაძის თქმით, საკითხი დადებითად მალე გადაიჭრება.

ხულოს მუნიციპალიტეტში 23 საჯარო საბავშვო ბაღი და 4 ალტერნატიული ჯგუფია, სადაც 308 ადამიანი მუშაობს, რაც შეეხება შუახევს, აქ  13 ბაღი და 9 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს, მთლიანობაში კი, 216 თანამშრომელია დასაქმებული.