ფოთის მუნიციპალიტეტში იერუსალიმის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

295

ფოთის მუნიციპალიტეტში იერუსალიმის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ასფალტის საფარი 1 200 მეტრზე იგება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 376 ათას 562 ლარია.

გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობა განახლებული,მოწესრიგებული გზით ისარგებლებს.
ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

იერუსალიმის ქუჩაზე გზის მოასფალტების სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ფოთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად 5 ქუჩაზე მიმდინარეობს.