ნაძალადევის გამგეობა: 6 თვეში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში 9 522 607 ლარი დაიხარჯა

364

ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 2021 წლის 6 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. გამგეობის მიერ 2021 წლის ორ კვარტალში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი ასეთია:

საგზაო ინფრასტრუქტურა 24 605 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. საგზაო სამუშაოები 43 მისამართზე შესრულდა;

5 საყრდენი კედელი მოეწყო;
2 სკვერი რეაბილიტირდა, სადაც გამწვანების სამუშაოები შესრულდა;
2 სკვერში 1 036 ხე-მცენარე, კიდევ 7 მისამართზე 166 ნერგი დაირგო;
4 სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა, ასევე, კიდევ 7 მოედანზე დაზიანებული ინფრასტრუქტურა შეკეთდა;
10 ფიტნეს ზონა მოეწყო;

14 მისამართზე სხვადასხვა ტიპის კეთილმოწყობის სამუშაოები შესრულდა;
23 ლიფტი რეაბილიტირდა;
24 მისამართზე კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა;
18 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი რეაბილიტირდა;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სულ 86 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა;

2021 წლის 6 თვის განმავლობაში ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 9 522 607 ლარი დაიხარჯა.