გლდანის გამგეობა: 6 თვის განმავლობაში განხორციელებული სხვადასხვა პროექტისთვის ჯამში, 9 399 154 ლარი დაიხარჯა

895

გლდანის რაიონის გამგეობამ 2021 წლის 6 თვის ანგარიში გამოაქვეყნა.

შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი ასეთია:

საგზაო ინფრასტრუქტურა 41 873 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა;
მიწისქვეშა კომუნიკაციები 5 მისამართზე მოწესრიგდა; 7 მისამართზე კი მიმდინარეობს;
სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია 2 მისამართზე დასრულდა, სამ მისამართზე კი მიმდინარეობს;
სპორტული მოედნის რეაბილიტაცია 11 მისამართზე განხორციელდა;
გრუნტის დამჭერი კედელისა და კიბეების მოწყობა 8 მისამართზე განხორციელდა.
ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები 6 მისამართზე მიმდინარეობს;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 71 პროექტი განხორციელდა, მათ შორის:

სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია 23 მისამართზე დასრულდა;
ლიფტის მოდერნიზაციის სამუშაოები 13 მისამართზე განხორციელდა;
წითელ ხაზებში არსებული შიდა და გარე წყალარინების ქსელი 15 მისამართზე შეიცვალა;
საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები – კიბეები, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაცია, სადარბაზოს რკინის კარის მოწყობის სამუშაოები 20 მისამართზე განხორციელდა.

2021 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული სხვადასხვა პროექტისთვის ჯამში, 9 399 154 ლარი დაიხარჯა;