ჩუღურეთის გამგეობა: 6 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში 6 182 000 ლარი დაიხარჯა

523

ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ 2021 წლის ორ კვარტალში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი ასეთა:

საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 17 912 კვ.მ ფართობზე – 1 289 000,0 ლარი;

• 2056 კვადრატულ მეტრზე შიდა კვარტალური ეზოების ასფალტის საფარი მოწესრიგდა – 65 811,45 ლარი;
•მოეწყო გრუნტის დამჭერი 25 კედელი – 719 695,20 ლარი.
•რეაბილიტაცია ჩაუტარდა 24 სპორტულ მოედანს;
• 24 მისამართზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
•ახალი სკვერი მოეწყო 1 მისამართზე 176 341,78 ლარი;
•სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა 114 მისამართზე – 270 700,0 ლარი.
•გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 45 მისამართზე ჩატარდა;
•რაიონის მასშტაბით, დაირგო 47 ხე მცენარე.

•ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, განხორციელდა 37 პროექტი – 805 540,15 ლარი
• 10 საცხოვრებელი სახლი გამაგრდა 486 383,62 ლარი.
• 8 მისამართზე შეკეთდა საცხოვრებელი სახლის სახურავი – 126 194,40 ლარი
•7 მისამართზე მოეწყო წყალარინების ქსელი 105353 ლარი.

2021 წლის ორი კვარტლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 6 182 000 ლარი.