დიდუბის გამგეობა: 6 თვეში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში 6 604 973 ლარი დაიხარჯა

353

დიდუბის რაიონის გამგეობამ 2021 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნა.

შესრულებული სამუშაოების ცამონათვალი ასეთია:

რეკრეაციული სივრცეების განვითარების მიმართულებით, მოეწყო 5 მოსასვენებელი სივრცე. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 33 სკვერს;
8 000 კვ. მ ფართობზე განხორციელდა აკაკი წერეთლის სახელობის პარკის სრული რეაბილიტაცია;
გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 611 მისამართზე განხორციელდა. დაირგო 280 ხე-მცენარე;
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 სპორტულ მოედანს;
2 მისამართზე დამონტაჟდა ფიტნეს ტრენაჟორები;
18 მისამართზე მოეწყო უსაფრთხოების მოაჯირები და ბოძკინტები;

საგზაო ინფრასტრუქტურა 22 281 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 77 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა. მათ შორის:
შეიცვალა 19 კორპუსის დაზიანებული სახურავი;
განხორციელდა 6 ლიფტის რეაბილიტაცია, მათ შორის, ე.წ. კარაჩაროვის 3 ამორტიზებული ლიფტი სრულად შეიცვალა;
მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 13 მისამართზე განხორციელდა;
გამაგრდა 5 ავარიული საცხოვრებელი სახლი;

2021 წელს განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 6 604 973 ლარი დაიხარჯა;