ქვემო ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

326

სოფელ ქვემო ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის მეორე ეტაპი ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 1500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა, ხოლო 700 გრძივ მეტრზე სანიაღვრეები მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 646 464 ლარს შეადგენს. ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი სოფელში გასულ წელს დასრულდა.

„ქვემო ბოლნისში შიდა გზების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 700 გრძივ მეტრზე სანიაღრეები კეთდება, ხოლო 1500 გრძივ მეტრზე ბეტონი იგება. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა პრიორიტეტულია და ამ მხრივ, ჩვენ, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.