ქობულეთის მუნიციპალიტეტში ალამბარი-ბასილაძე-შავიშვილების მიმართულებით გზის რეაბილიტაცია დასრულდა

514

ქობულეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ალამბარი-ბასილაძე-შავიშვილების მიმართულებით 800 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყო. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განთავსდა დამცავი ნაგებობები, სანიაღვრე არხები და მილები. ასევე, განხორციელდა სავალი ნაწილის მონიშვნაც.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეაბილიტირებული გზით  22 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.