ხულოში გიორგი გახარიას გუნდს კიდევ ერთი საჯარო მოხელე შეუერთდა

445

ხულოში გიორგი გახარიას გუნდს კიდევ ერთი საჯარო მოხელე შეუერთდა. მერიის ”კულტურის ცენტრის” დირექტორის მოადგილემ განაცხადა, რომ ის ყოფილი პრემიერმინისტრის ახალ პარტიაში იქნება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

გურამ ხოზრევანიძე წლების განმავლობაში ხულოს ბაღების გაერთიანებას ხელმძღვანელობდა.

მისი თქმით, ამჟამად კუთვნილ შვებულებაში იმყოფება, დასვენების დღეების ამოწურვის შემდეგ კი სამსახურს დაუბრუნდება.

ხულოს მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

გიორგი გახარიას გუნდს ხულოდან ორი მოქმედი დეპუტატი შეუერთდა. მათ შორის ერთ-ერთი მმართველი გუნდის წევრი იყო.