ტყიბულში მეშახტეთა პროტესტი შეწყდა

325

წინა სტატია

ტყიბულში მეშახტეთა პროტესტი შეწყდა. კომპანია “საქნახშირის“ ინფორმაციით, სამუშაო პროცესი სრულად აღდგა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

მათივე თქმით, ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრებზე განიხილავენ.

“საწარმოს მუშაობა და საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრები მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გაწერილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. შეხვერების პროტოკოლი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის”, – წერია განცხადებაში.

მეშახტეთა ნაწილი 3 ივლისს გაიფიცა. ისინი ხელფასის გაზრდას მოითხოვდნენ.