პრასი, თონის პური, ღვინო და წვნიანი რიჟვაძეს – პერფორმანსი აჭარის მთავრობის სახლთან

385

თონის პური, პრასი, ღვინო და წვნიანი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ პერფორმანსი მოაწყვეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა გუშინ აჭარის მთავრობის  გასვლითი სხდომის შემდეგ გამართული ვახშამი გააპროტესტეს. ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის, მიშა ბოლქვაძის განცხადებით, იმ დღეებში როდესაც ქართული საზოგადოება გარდაცვლილ ოპერატორს გლოვობს აჭარის მთავრობა ხალხის ბიუჯეტით ქეიფობს.

ცნობისთვის, გუშინ აჭარის მთავრობამ გასვლითი სხდომა მოაწყო ხელვაჩაურის რაიონში, თუმცა აჭარის ტელევიზიისა  და “მაესტროს” გარდა აჭარის მთავრობის სხდომის შესახებ არც ერთ მედია საშუალებას არ აცნობეს.