მედიასაშუალებების ორგანიზებით, პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია 17 ივლისს გაიმართება

447

მედიასაშუალებების ორგანიზებით, პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია შაბათს, 17 ივლისს გაიმართება.

„ტვ პირველის“ დამფუძნებელის, ვატო წერეთელის განცხადებით, აქცია 18:00 საათზე დაიწყება და მასშტაბური იქნება.

„გაიმართება დიდ აქცია, შაბათს გავაჩერებთ ყველაფერს“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

თავის მხრივ, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, „აქციები არავითარ შემთხვევაში არ შეწყდება“.

„აქციები არავითარ შემთხვევაში არ შეწყდება. საქმის ავანგარდში მედიამენეჯერები არიან. დღეს უკვე გაითიშა ოთხი მედიასაშუალება და ეს არის პირველი წერტილოვანი დარტყმა. აქციების არავითარი გადადება და შეწყვეტა არ იქნებ“, – აცხადებს გიგა მაქარაშვილი.