“ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია

208

pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერით” იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. “ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

“ფაიზერის” ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერით” და “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით სინოფარმით და სინოვაკით იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ.

ჯანდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციის, რა რაოდენობის “ფაიზერის” ვაქცინა ჩამოვიდა ქვეყანაში და რა გზებით.