ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმდება და ბოლო ორ კვირაში, აშკარაა კოვიდინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება.
„ეპიდსიტუაცია ძალიან მძიმეა და აყენებს განსაკუთრებულ რისკებს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზოგადად, საზოგადოების სოციალური და ნებისმიერი სხვა პროცესის განვითარების კუთხით. გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა 1 800-ს აღემატება. ეს, გარკვეულწილად, ჯამური მაჩვენებელია, თუმცა, მაინც მიუთითებს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, შემთხვევების განსაკუთრებულ გააქტიურებაზე“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.