შსს დომენტი სიჭინავას მხარდამჭერის დაკითხვაზე დაბარებას უარყოფს

744

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, დომენტი სიჭინავას მხარდამჭერის, მამუკა დარასელიას დაკითხვაზე დაბარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. უწყების განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მოქალაქე მამუკა დარასელია დაკითხვაზე არ დაუბარებიათ.

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი მამუკა დარასელია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. დარასელიამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დღეს დილით გაავრცელა. მისი ინფორმაციით, იგი პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა. მისივე მტკიცებით, მისი მხრიდან არანაირ სამართალდარღვევას არ ჰქონია ადგილი და აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკურ დევნად აფასებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი