ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი მამუკა დარასელია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. მამუკა დარასელიას განცხადებით, იგი პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა. დარასელიას მტკიცებით, მისი მხრიდან არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია და პოლიციის განყოფილებაში მისვალს არ აპირებს.
,,დღეს დილით დამიკავშირდნენ კახათის პოლიციის განყოფილებიდან, მითხრეს, რომ მივსულიყავი გამოკითხვაზე. თუ მე არ მივიდოდი, მანქანას გამოუშვებდნენ და წამიყვანდნენ. ფაქტს ვუკავშირებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და იმ ხმამაღალ განცხადებებს, რომელსაც მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ვაკეთებ”, -განაცხადა დარსალიამ.
ადგილზე საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა იმყოფებოდა. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი წინასაარჩენო პერიოდიდან გამომდინარე საყურადღებოა და საია-ს ზუგდიდის ოფისი აუცილებლად შეისწავლის.
წყარო: ინტერპრესნიუსი