შალვა პაპუაშვილი: თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები უკვე შერჩეული გვყავს

394

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე იმსჯელეს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მერობის კანდიდატები უკვე შერჩეული ჰყავთ და უახლოეს მომავალში დაიწყება მათი წარდგენა.

„ვისაუბრეთ ადგილობრივ არჩევნებზე, მათ შორის არჩევნების კუთხით საპარლამენტო უმრავლესობის გუნდის ჩართულობაზე, როგორც მაჟორიტარების, ისე საპარლამენტო სიით გასული დეპუტატები, რომ ჩაერთონ აქტიურად საარჩევნო კამპანიაში. უკვე მალევე, უახლოეს მომავალში დაიწყება კანდიდატების წარდგენა, მათ შორის მერობის კანდიდატების წარდგენაც. ჩვენ სრულად გადავალთ საარჩევნო რეჟიმზე და ამას თავისი კალენდარი აქვს, თავისი საკომუნიკაციო სტრატეგია და ყველაფერს უახლოეს მომავალში გაიგებთ“, – განაცხდა პაპუაშვილმა.