„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა კომპანიის ხელმძღვანელობას მოთხოვნების ჩამონათვალი წარუდგინეს

410

წინა სტატია

შემდეგი სტატია

თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა კომპანიის ხელმძღვანელობას მოთხოვნების ჩამონათვალი წარუდგინეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი სამუშაო ხელშეკრულებასაც არ იცნობენ.

მათივე თქმით, ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას მხოლოდ მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით გააგრძელებენ.

„ჩვენ რა მოთხოვნაც გვქონდა, ხელმძღვანელობას დავუწერეთ და გავუგზავნეთ. მოთხოვნები ის იყო, რომ დავუბრუნდეთ ძველ სამუშაო გრაფიკს. ასევე, ხელფასების 50%-იანი ზრდა, რაც გვეკუთნის, მოგვცენ. ვითხოვთ ფორმების და ტექნიკის შეცვლასაც“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის თანამშრომლები დღეიდან გაიფიცნენ. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა გაცილებით რთულ პირობებში მუშაობენ.