სასკოლო ავტობუსების მძღოლების გაფიცვა ოზურგეთში

586

კუთვნილი ხელფასების გაუცემლობის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს სასკოლო ავტოვუსების მძღოლებმა, დღეს სკოლის წინ გაფიცვა დაიწყეს. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.

მძღოლების განცხადებით, მათ კუთვნილი ხელფასები სამი თვეა არ მიუღიათ და კომპანიაშიც, რომელიც ამ სერვისს ახორციელებს, დამაიმედებელს მძღოლებს ვერაფერს ეუბნებიან.

გურიაში სკოლის მიკროავტუბსებზე დასაქმებული მძღოლები სამი თვის შრომით ანაზღაურებას ითხოვნ. მათ დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მძღოლები ამბობენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში აღნიშნული პრობლემის წინაშე არაერთხელ აღმოჩნდნენ. მათივე თქმით ანალიგიური პრობლემა აქვს გურიის რეგიონში სხვა სასკოლო ავტობუსების მძღოლებსაც. მათი თქმით, თუ საკითხი უახლოეს დღეებში არ მოგვარდება ისინი მუშაობას ვერ გააგრძელებენ. ტენდერში განარჯვებული ფირმის წარმომადგენელი რომელიც მძღოლების სახელფასო ანაზღაურებას უზრუნველყოფს, ამბობს რომ საუბარია არა 3 თვის, არამედ 1 თვის ანაზღაურებაზე. მისივე თქმით დავალიანების ჩარიცხვა უახლოეს საათებში მოხდება