პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი შენგელიამ გამარჯვების ოლქში ამომრჩეველთან შეხვედრების პირველი ეტაპი დაასრულა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კანდიდატი ოლქში შემავალი ყველა ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
„პირველი ეტაპის მთავარი მიზანი იყო, ამომრჩეველს გავეცანი და „ქართული ოცნების“ დაპირებები გაეგოთ. ასევე, გამეგო კონკრეტული გამოწვევები ქუჩებისა და კორპუსების მიხედვით. მეწარმოებინა პრობლემების აღწერა და საკრებულოს წევრის კომპეტენციებზე მესაუბრა, რათა ამომრჩევლებს ცრუ მოლოდინი არ გასჩენოდათ. მეორე ეტაპის შეხვედრები განსხვავებული და კონკრეტული იქნება“, – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
მეორე ეტაპის შეხვედრებზე, მაჟორიტარობის კანდიდატი გამარჯვების ოლქზე მორგებულ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ საპროექტო იდეებზე ისაუბრებს.
წყარო: ნიუპრესი